შეგახსენებთ, რომ სერიის მეორე მატჩში ზაზა ფაჩულიამ და "ჩიკაგოს" ესპანელმა ლეგიონერმა ნიკოლა მიროტიჩმა იჩხუბეს. ფაჩულიამ მეორე ტექნიკური ფოლი მიიღო და მას მოედანი დაატოვებინეს.
საბედნიეროდ, არ გამართლდა ჩვენი შიში და არც ამერიკული სპორტული მედიის ვარაუდი - ზაზას დისკვალიფიკაცია არ მისცეს და ის მესამე მატჩში ითამაშებს. სამაგიეროდ, ვერ ითამაშებს მიროტიჩი, რომელმაც ზაზასთან დაპირისპირებაში ტრავმა
ამასობაში ზაზა ფაჩულიამ journaltimes.com-ს კომენტარი მისცა, თუმცა მას მომხდარ ინციდენტზე არ ულაპარაკია. ქართველმა ცენტრმა პირველი ორი თამაშის წაგების მიზეზებზე ისაუბრა:
"სერიის მეორე მატჩში 13 შედეგიანი გადაცემა გავაკეთეთ. მხოლოდ 13, ეს საშინელებაა ჩვენი გუნდისთვის და ეს პრობლემა აუცილებლად უნდა აღმოვფხვრათ. მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და "ჩიკაგოს" არ ეგონოს, რომ იოლად გაიმარჯვებს".