ბრძოლა კარგია, ოღონდ არა ბინძური - მიროტიჩმა ზაზა ფაჩულიაზე ილაპარაკა

AutoSharing Option
"ჩიკაგო ბულზმა" "მილუოკი ბაქსს" პლეი ოფის მესამე შეხვედრაც მოუგო, ამჯერად სტუმრად 113:106 და სერიაში 3:0 დაწინაურდა. დამარცხებულთა რიგებში დიდად ვერ გამოირჩა ზაზა ფაჩულია, რომლის ანგარიშზეც მხოლოდ 2 ქულა და 6 მოხსნაა 19 წუთში.

შეგახსენებთ, რომ მეორე შეხვედრის ბოლო მეოთხედში ზაზამ და "ჩიკაგოს" ესპანელმა მძიმე ფორვარდმა ნიკოლა მიროტიჩმა იჩხუბეს, რის გამოც ქართველმა მეორე ტექნიკური ფოლი მიიღო და ის მოედნიდან გააძევეს, ხოლო მიროტიჩმა ჩხუბისას ტრავმა მიიღო და მესამე შეხვედრა ამის გამო გააცდინა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამ ინციდენტის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა ნიკოლა მიროტიჩმა.
შეგახსენებთ, რომ ზაზას ინციდენტის შესახებ არ ულაპარაკია:

"არ მიყვარს სხვა კალათბურთელებზე ცუდის თქმა, მაგრამ მოთამაშე უნდა იყოს მოზომილი. რა თქმა უნდა, მესმის, რომ ეს პლეი ოფია და აქ განსაკუთრებით საჭიროა ფიზიკური ორთაბრძოლები. ეს კარგიცაა, თუ ბინძურად არ თამაშობ.

არ ვიცი, რამდენად ჰქონდა ეს ჩაფიქრებული ფაჩულიას, შესაძლოა, უბრალოდ, ხელის კვრა სურდა. არ ვიცი, ამის შესახებ მხოლოდ მას ეცოდინება.

ნელ-ნელა უკეთ ვხდები და იმედია, მეოთხე მატჩში ვითამაშებ", - განაცხადა ჩერნოგორიული წარმოშობის კალათბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ სერია 4 მოგებამდეა. მორიგი მატჩი ისევ მილუოკიში გაიმართება.

ინციდენტზე კომენტარი "მილუოკის" თავკაცმა ჯეისონ კიდმაც გააკეთა (მესამე მატჩის წინ): "იყო სპეკულაციები, თითქოს, ზაზას დისკვალიფიკაციას მისცემდნენ, მაგრამ არაფერი მსგავსი არ მოხდა. ვფიქრობ, რაც მათ პრეტენზიები ჰქონდათ, არაფერი დადასტურდა. ჩვენ, უბრალოდ, გაგვიმართლა, რომ გუნდში ზაზა გვყავს".
მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს რა ჩხუბი იყო?
leo
25 აპრილი 2015 16:32
0
მართლა nm ხარ რაა... თუნდაც მასე იყოს ეგ როგორ უნდა თქვა? თუმცა სუსტ კალათბურთელს ნბა-ში არავინ იტოვებს ამდენი წლით და მილიონებს არავინ უხდის, ასე რომ ვიდრე რამეს დაწერდე ჯერ იმ სპორტის ანაბანა გაარკვიე ხოლმე
nm-ს
25 აპრილი 2015 13:53
0
კიდი უმაგრესი კალათბურთელი იყო, მესამე ადგილზეა ყველა დროის მეპასეებში, მწვრთნელიც მაგარი დადგება და კაციც მაგარი ყოფილა
emre
25 აპრილი 2015 09:26
0
არ ვაღიარებთ, თორემ ყველამ ვიცით, რომ ზაზა ძალიან სუსტი კალათბურთელია, მისი ადგილი ნბა-ში არაა
nm
25 აპრილი 2015 08:32
0
მიროტიჩი ხარ თუ ჩიტოვიჩი,ცოტა კაცობას მოუხმე და ნუ ტირიხარ.
georgiano
25 აპრილი 2015 02:35
0
ჩიკაგოსთან კარგად მგონი არასდროს არ უთამაშია ზაზას
vv
24 აპრილი 2015 19:34
0
Kidi kalatburtelic magari iko da kacic. Ai mirotixchs ki ravi ra albat shengeliasavit unda mieguna zazas da mere chaigdebda enas
gio
24 აპრილი 2015 17:06
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული