მილუოკელებმა დრამატულ მატჩში სძლიეს ჩიკაგოელებს და თავიდან მშრალი ანგარიშით წაგება აირიდეს. სერიის მეოთხე მატჩის შემდეგ საერთო ანგარიში 1:3 გახდა.
ზაზა ფაჩულიამ ამ მატჩში პირადი რეკორდი დაამყარა. ქართველმა ცენტრმა ნბა-ს 12-წლიან კარიერაში ყველაზე მეტი ჩაჭრა სწორედ "ჩიკაგოსთან" დღევანდელ მატჩში მიითვალა. ზაზამ 8 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა, თუმცა ყველაზე გამორჩეული მისი 6 ჩაჭრა გახლდათ.
მილუოკელებმა შეხვედრა ბოლო წამზე მოიგეს. შეხვედრის დასრულებამდე 0,8 წამით ადრე ჯარედ დადლიმ ბურთი გვერდითა
სერიის მორიგი მატჩი 27 აპრილს ჩიკაგოში გაიმართება.
წყარო: gbf.ge