თორნიკე შენგელიამ მადრიდის "ფუენლაბრადას" 13 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას "ბასკონია" მადრიდში ჩავიდა და ნიკა ცქიტიშვილის ყოფილ კლუბ "ფუენლაბრადას" დაეჭიდა.

მატჩი მასპინძელთა რვაქულიანი გამარჯვებით დასრულდა - 91:83.

თანაგუნდელებს შენგელია 13 ქულით, 5 მოხსნით და 1 პასით შეეწია. მან მოედანზე 31 წუთი გაატარა.

თოკოს თანაგუნდელთაგან კიდევ ოთხმა გადალახა ათქულიანი ზღვარი, ყველაზე მეტი კი მაიკ ჯეიმსმა ჩააგდო - 17 ქულა.

"ბასკონიას" 30 ტურის შემდეგ 17 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული