მატჩი მასპინძელთა რვაქულიანი გამარჯვებით დასრულდა - 91:83.
თანაგუნდელებს შენგელია 13 ქულით, 5 მოხსნით და 1 პასით შეეწია. მან მოედანზე 31 წუთი გაატარა.
თოკოს თანაგუნდელთაგან კიდევ ოთხმა გადალახა ათქულიანი ზღვარი, ყველაზე მეტი კი მაიკ ჯეიმსმა ჩააგდო - 17 ქულა.
"ბასკონიას" 30 ტურის შემდეგ 17 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"