ნიკოლოზ ცქიტიშვილის 17 ქულა და 9 მოხსნა "ჩემპვილს" მოსაგებად არ ეყო

AutoSharing Option
ნიკოლოზ ცქიტიშვილის "ჩემპვილმა" ლიბანის ჩემპიონატის ნახევარფინალური სერიის მესამე მატჩი "ალ რიადთან" სტუმრად 69:78 დათმო და საერთო ანგარიშით - 1:2 ჩამორჩა.

ქართველი ფორვარდი ტრადიციულად შედეგიანად გაისარჯა და საკუთარ გუნდში საუკეთესო შედეგიც აჩვენა.

ცქიტიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 34 წუთი გაატარა. ნიკამ 8-დან 4 ორქულიანი, 6-დან 2 სამიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მის ანგარიშზე საბოლოოდ 17 ქულა, 9 მოხსნა, 2 დაფარება, 1 პასი და 1 ჩაჭრა დაგროვდა. ეს შედეგი "ჩემპვილში" საუკეთესო გახლდათ.

რაც შეეხება "ალ რიადს", ამ გუნდის ლიდერმა აჰმად
ისმაილმა 16 ქულითა და 18 მოხსნით მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

სერიის მომდევნო მატჩს 6 მაისს "ჩემპვილი" უმასპინძლებს.

წყარო: www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული