გიორგი შერმადინმა მერვედფინალი 8-ით გახსნა, ჯეიკობ პულენმა - 16-ით

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის მეოთხედფინალური სერიის პირველ მატჩში გიორგი შერმადინის "კანტუ" "ვენეციას" ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 70:79 დამარცხდა.

გიორგიმ მატჩი კარგად დაიწყო, საწყის 5 წუთში 6 ქულა ჰქონდა და კომენტატორსაც არაერთხელ ათქმევინა "გრანდე შერმადინი", თუმცა მეორე ტაიმიდან ვერც მისმა გუნდმა დაალაგა თამაში, გიორგიმაც მატჩი 8 ქულით, 5 მოხსნითა და 1 პასით დაასრულა.

საქართველოს ნაკრების უკანახაზელის, ჯეიკობ პულენის "ბრინდისი" "რეჯო ემილიას" ესტუმრა. პირველი ტაიმის შემდეგ 50:32-ს იგებდა, მაგრამ 76:78 დამარცხდა. ჯეიკობმა 34 წუთში 16 ქულა და 5 პასი მოაგროვა.

იტალიის ჩემპიონატის მეოთხედფინალური სერია
სამ მოგებამდეა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული