თორნიკე შენგელიას გარჯა "ლაბორალ კუჩას" მოსაგებად არ ეყო

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას გუნდი ესპანეთის ჩემპიონატის პლეი ოფში ჩაერთო. მეოთხედფინალურ სერიაში "ლაბორალ კუჩა" "უნიკახას" ხვდება და მოედნის უპირატესობას არ ფლობს. ამ ფონზე, შენგელიას გუნდს გასვლითი გამარჯვება ესაჭიროება, რათა პლეი ოფის პირველი ბარიერის დაძლევაზე იფიქროს, თუმცა სერიის პირველ მატჩში ეს ვერ მოახერხა.

მალაგაში გამართული მატჩი მასპინძელმა "უნიკახამ" 14 ქულის სხვაობით - 69:55 მოიგო.

დამარცხებულთა გუნდში საუკეთესო შედეგი ქართველმა ფორვარდმა დააფიქსირა. თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა 18 სათამაშო წუთი დასჭირდა, 10 ქულა, 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 1 პასი და 1 დაფარება
რომ მოეგროვებინა. ქართველმა ლეგიონერმა ამ მაჩვენებლით ვიტორიულ გუნდში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

მეოთხედფინალური სერია 2 მოგებამდე გრძელდება და მორიგი მატჩი ვიტორიაში, 30 მაისს გაიმართება.

წყარო: gbf.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული