ნიკოლოზ ცქიტიშვილი: 32 წლის ვარ, მაგრამ ახლა უკეთესი ვარ

AutoSharing Option
NBA-ს კლუბმა "ლოს ანჯელეს კლიპერსმა" ხუთშაბათს ოფიციალურად გაუფორმა კონტრაქტი ნიკოლოზ ცქიტიშვილს.

კონტრაქტი არაგარანტირებულია და თუ ჩვენებური წინასასეზონო კემპზე თავს ვერ გამოიჩენს, ის, უბრალოდ, გაუქმდება. თუმცა ფაქტია, ასოციაციიდან 2006 წელს წასულ კალათბურთელს შანსი მიეცა.

Denver Post-თან საუბარში ცქიტიშვილმა შემდეგი განაცხადა:

"ახლახან 32 წლის გავხდი, მაგრამ ახლა უკეთესი კალათბურთელი ვარ - უფრო დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში და ფიზიკურად უფრო ძლიერი. ახლა უფრო ჭკვიანურად ვთამაშობ".

მოკლედ, ჩვენი თანამემამულე იმედიანადაა და სჯერა, რომ 9-წლიანი პაუზის მერე შეძლებს მსოფლიოს საუკეთესო საკალათბურთო ლიგაში თამაშს.

ჩვენებურმა თავი მწვრთნელ
დოკ რივერსს
უნდა მოაწონოს წინასასეზონო ვარჯიშებზე და თამაშებში. ახლა "კლიპერსს" 16 კალათბურთელი ჰყავს, განაცხადში კი 15-ის ადგილია - ცქიტიშვილის და ჩაკ ჰეიესის კონტრაქტები არაგარანტირებულია.
მკითხველის კომენტარები / 6 /
წმინდა ნიკოლოზი იყოს შენი მფარველი.
სანდრო და გურამი
11:25 12-09-2015
0
ეხლა იუტა, ფილადელფია და შედარებით ნაკლები გუნდი რომ იყოს კიდე ჰო,მაგრამ არამგონია კლიპერსში თუნდაც სათადარიგოზე სკამების გასათბობად მაინც დატოვონ,თამაში ხომ საერთოდ ზედმეტია...ძაან გამეხარდება ნამდვილად თუ მოხვდება და ითამაშებს,თუმცა ნაკლებ სავარაუდოა 1 პროცენტიც არარის შანსი ჩემი აზრით.
nishu
11:01 12-09-2015
0

სიახლეები პოპულარული