ESPN: "კლიპერსში" დარჩენის ფავორიტი ნიკოლოზ ცქიტიშვილი არ არის

AutoSharing Option
ESPN-ის კორესპონდენტ არაშ მარკაზის ინფორმაციით, "ლოს ანჯელეს კლიპერსის" განაცხადში ერთი თავისუფალი ადგილისთვის სამი კალათბურთელი იბრძვის: ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ჩაკ ჰეიესი და ლიუკ მბა.

სამივეს არაგარანტირებული კონტრაქტი აქვს გაფორმებული "კლიპერსთან" და სეზონის დაწყებისთანავე მხოლოდ ერთი დარჩება. მარკაზის ინფორმაცია ქართველ გულშემატკივრებს არ გაახარებს, მისი აზრით, ფავორიტი ამ ბრძოლაში ჩაკ ჰეიესია.

"კლიპერსი" უფრო ისეთ კალათბურთელს ეძებს, რომელსაც შეეძლება 4 და 5 ნომრად თამაში. ასე რომ, ფავორიტი ჩაკ ჰეიესია", - წერს "ტვიტერზე" ჟურნალისტი.

ამასობაში ნიკა "კლიპერსის" კემპზე უკვე მესამე დღეა ემზადება. ბოლო დღეს ის კრის
პოლთან
და დეანდრე ჯორდანთან ერთად საჯარიმო სროლებში ვარჯიშობდა.

"კლიპერსის" მწვრთნელ დოკ რივერსს უყვარს ზედმეტი ადგილის შენახვა მოულოდნელი ტრანსფერისთვის. ამიტომ სულაც არ არის გამორიცხული, თუ ეს სამეული თავს ვერ გამოიჩენს კემპზე, "კლიპერსი" მე-15 კალათბურთელის ადგილს ღიად დატოვებს:

"ჯერ არ ვიცი, რა მოხდება. მე დაველოდები მოვლენების განვითარებას და ვნახავ. თუკი რომელიმე მათგანი თავს მომაწონებს და ადგილს დაიმსახურებს, ის აუცილებლად იქნება გუნდში", - განაცხადა რივერსმა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მეგრე,
ვინც ჩამოთვალე არცერთი არ ვარგა არაფრად ნაკრებში და გეთანხმები რომ 4ივეს ერთად აღებულს ჯობია ცქიტიშვილი მაგრამ თვითონ იუარა სკამზე ჯდომა და რა ვუყოთ?! ძირითადს კიდე არ იმსახურებს არანაირად.
და წლების განმავლობაში ითამაშა ნბა-შიო რო იძახი გადამეტებული ნათქვამია
ბონდო
01 ოქტომბერი 2015 12:01
0
ბედნიერი ჩასაფრებულები გამოჩდნენ :))) სირცხვილია უბრალოდ ის რომ თქვენ ცქიტიშვილს ლანძღავთ.
ნეიტრალი
30 სექტემბერი 2015 12:07
0
მე ვარ ერთ ერთი იმათგანი ვინც კოკოშკოვს .... იმის გამო რო ცქიტიშვილი არ წაიყვანა ევრობასკეტზე, ცქიტიშვილმა წლების განმავლობაში ითამაშა ნბაში და ეხლა მას აქვს კიდე ერთი შანსი რო ისევ დაბრუნდეს იქ. ეხლა თქვენ მიპასუხეთ სად თამაშობდნენ და სად თამაშობენ ლეჟავა, ფაცაცია, ბურჯანაძე, მეტრეველი? ამ ადამიანისაგან განსხვავებით მაგათ არათუ უთამაშიათ ნბაში არამედ დარწმუნებული ვარ ტრიბუნაზეც არ მჯდარან მაყურებლის რანგში, ეხლა შეადარეთ ერთმანეთს ცქიტიშვილის კარიერა, კლასი და მისი გამოცდილება ევრობასკეტზე მყოფი ჩემს მიერ ჩამოთვლილი ნაკრების მოთამაშეთა კარიერას, კლას, გამოცდილებას და დასკვნები თვითონ აკეთეთ
megre
30 სექტემბერი 2015 12:04
0
ჯონდო, ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახეოს ამბავია. ამათ გონიათ კლიპერსში რახან წავიდა გრიფინი უნდა ამოაგდოს))). ძალიან გამიხარდება ნებისმიერი ქართველის წარმატება მითუმეტეს თუ საქართველოს ნაკრებს გამოადგებიან, მაგრამ ცქიტიშვილისგან არ შედგა კალათბურთელი და რა ვქნათ. ნამდვილად დაეხმარებოდა ნაკრებს რომ წაეყვანათ მაგრამ თამაშში 10 წუთზე მეტს არ იმსახურებდა და მაგიტომაც თვითონ თქვა უარი. ასე რომ თავის საქმისა თვითონ იცის
ბონდო
30 სექტემბერი 2015 07:47
0
აბა სად ხართ ის ხალხი კოკოშკოვს, რომ აგინებდით ნბა კაცი არ ჩასვა სასტავშიო.მ
ჯონდო
29 სექტემბერი 2015 18:21
0
საჯარიმოებში ვარჯიში მაინც არ ჭირდება ჩვენებურს. სამიანსაც კარგად ისვრის და საშუალოსაც. მაგრად გამიხარდება თუ დაიტოვებს დოკი
ჩიკო
29 სექტემბერი 2015 17:59
0

სიახლეები პოპულარული