ESPN: "კლიპერსში" დარჩენის ფავორიტი ნიკოლოზ ცქიტიშვილი არ არის

AutoSharing Option
ESPN-ის კორესპონდენტ არაშ მარკაზის ინფორმაციით, "ლოს ანჯელეს კლიპერსის" განაცხადში ერთი თავისუფალი ადგილისთვის სამი კალათბურთელი იბრძვის: ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ჩაკ ჰეიესი და ლიუკ მბა.

სამივეს არაგარანტირებული კონტრაქტი აქვს გაფორმებული "კლიპერსთან" და სეზონის დაწყებისთანავე მხოლოდ ერთი დარჩება. მარკაზის ინფორმაცია ქართველ გულშემატკივრებს არ გაახარებს, მისი აზრით, ფავორიტი ამ ბრძოლაში ჩაკ ჰეიესია.

"კლიპერსი" უფრო ისეთ კალათბურთელს ეძებს, რომელსაც შეეძლება 4 და 5 ნომრად თამაში. ასე რომ, ფავორიტი ჩაკ ჰეიესია", - წერს "ტვიტერზე" ჟურნალისტი.

ამასობაში ნიკა "კლიპერსის" კემპზე უკვე მესამე დღეა ემზადება. ბოლო დღეს ის კრის
პოლთან
და დეანდრე ჯორდანთან ერთად საჯარიმო სროლებში ვარჯიშობდა.

"კლიპერსის" მწვრთნელ დოკ რივერსს უყვარს ზედმეტი ადგილის შენახვა მოულოდნელი ტრანსფერისთვის. ამიტომ სულაც არ არის გამორიცხული, თუ ეს სამეული თავს ვერ გამოიჩენს კემპზე, "კლიპერსი" მე-15 კალათბურთელის ადგილს ღიად დატოვებს:

"ჯერ არ ვიცი, რა მოხდება. მე დაველოდები მოვლენების განვითარებას და ვნახავ. თუკი რომელიმე მათგანი თავს მომაწონებს და ადგილს დაიმსახურებს, ის აუცილებლად იქნება გუნდში", - განაცხადა რივერსმა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
საჯარიმოებში ვარჯიში მაინც არ ჭირდება ჩვენებურს. სამიანსაც კარგად ისვრის და საშუალოსაც. მაგრად გამიხარდება თუ დაიტოვებს დოკი
ჩიკო
17:59 29-09-2015
0
აბა სად ხართ ის ხალხი კოკოშკოვს, რომ აგინებდით ნბა კაცი არ ჩასვა სასტავშიო.მ
ჯონდო
18:21 29-09-2015
0

სიახლეები პოპულარული