დიუნკერკის გუნდი სტუმრად "ნანტერს" შეხვდა და 20 ქულის სხვაობით - 76:56 გაანადგურა.
გამარჯვებაში მოკრძალებული წილი დაიდო ქართველმა უკანახაზელმა. ცინცაძე სათადარიგო იყო და მოედანზე 9 წუთით გამოჩნდა. ამ მცირე დროში გიორგიმ 1 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. 2 ქულასთან ერთად ცინცაძემ 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.
გრავლინელთაგან 19 ქულით საუკეთესო იყო მარკუს დავი, ცინცაძის პოზიციაზე სასტარტო ხუთეულში მყოფმა ენდრიუ ალბისიმ 16 ქულა, 5 მოხსნა
3 მოგებითა და 1 მარცხით ცინცაძის გუნდი 18-გუნდიან ლიგაში მე-4 ადგილზეა. მომდევნო მატჩს "გრავლინი" 24 ოქტომბერს, სტუმრად "ლე მანთან" გამართავს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით