ნიკა მეტრეველს "რეჯიო ემილიასთან" მოგებულ მატჩში ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა

AutoSharing Option
ნიკა მეტრეველის ბრწყინვალე მატჩი იტალიის სერია A-ში. ქართველი ფორვარდი "დ'ორლანდოს" სასტარტო ხუთეულში ზედიზედ მეორედ გამოჩნდა და ამჯერად მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ორლანდოელებმა მორიგი მატჩი მოიგეს და ამაში ქართველი ფორვარდის დამსახურება დიდია. ვინ-ვინ და მეტრეველის გუნდმა სამი 3 ტურის თავზე წაუგებლად მოლიდერე "რეჯიო ემილია" დაამარცხა - 68:62.

მეტრეველმა თავის გუნდში ზოლტან პერლის (33 წუთი) შემდეგ ყველაზე მეტი - 31 წუთი ითამაშა და ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა. ნიკამ 9-დან 5 ორქულიანი და 2-დან ორივე საჯარიმო ჩააგდო.

ქართველ ფორვარდს
საბოლოოდ 12 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი დაუგროვდა. ორლანდოელთაგან მეტრეველთან ერთად ალექს ორიახი (11 ქულა, 12 მოხსნა) და სიმას იასაიტისი (16 ქულა) გამოირჩნენ.

მეტრეველი ნელ-ნელა იმკვიდრებს ადგილს იტალიის უმაღლესი ლიგის გუნდის სასტარტო ხუთეულში და კლუბიც წარმატებით ასპარეზობს.

"დ'ორლანდოს" 4 ტურის შემდეგ 3 მოგება აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. მორიგ ტურში, 1-ელ ნოემბერს, მეტრეველის გუნდი "ვარეზეს" უმასპინძლებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული