ვილი ისიანის 13 ქულა და ესპანელთა შეფასება

AutoSharing Option
ესპანურ გამოცემა "კიაენზონაში" გამოქვეყნდა ვრცელი პუბლიკაცია, რომელშიც ავტორი კლუბ "გრან კანარიას" პერსპექტივაზე მსჯელობს. მისი შეხედულებით, კანარული გუნდი ერთ-ერთი ყველაზე მზარდია ესპანეთის მასშტაბით, რაც, პირველ რიგში, ახალგაზრდებთან მუშაობაში გამოიხატება.

ავტორის ჩამონათვალში ქართული გვარიცაა - ვილი ისიანი, რომელიც "გრან კანარიაში" შარშან გადავიდა, ჯერ 18-წლამდელთა ესპანეთის ჩემპიონატში ასპარეზობდა, წლეულს ება-ს ლიგაში გამოდის, ხოლო სეზონის დასაწყისში პირველ გუნდთან ერთად რამდენიმე მატჩი ჩაატარა. სასტარტო ხუთეულშიც ვიხილეთ.

პუბლიკაციის ავტორი ვიქტორ ბელინჩონი სათითაოდ ახასიათებს ახალგაზრდებს, რომელთა იმედიც "გრან კანარიას" მწვრთნელ აიტორ გარსია რენესესს დღეს თუ არა, ხვალ
უნდა ჰქონდეს. ჩამონათვალში რიგით მეორე ვილი ისიანია:

"203 სმ სიმაღლის, 18 წლის ისიანი კარგად ჩაეწერა "კანარიაში" და ისევე, როგორც ესპანეთში, საქართველოშიც ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ კალათბურთელად ითვლება.

მას კარგი აღნაგობა აქვს საიმისოდ, რომ მწვრთნელმა სხვადასხვა პოზიციაზე ათამაშოს და სხვადასხვა ფუნქციით დატვირთოს. სხვადასხვა დისტანციიდან სროლაც კარგად შეუძლია".

ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ ვილი ისიანს ესპანეთის რიგით მეოთხე, ება-ს ლიგაში ორი მატჩი აქვს ჩატარებული. მისმა "გრან კანარიამ" ჯერ "ლა როდასთან" 68:65 მოიგო, ხოლო შემდეგ "ალკაზართან" 62:71 დათმო.

ორივე შეხვედრაში ვილი სასტარტო ხუთეულში იყო. პირველში 28 წუთში 13 ქულა (4/3 ორქულიანი, 4/1 სამიანი, 6/4 საჯარიმო), 5 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი მოაგროვა, მეორეში - 28 წუთში 3 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა.

კანარელები ება-ს ლიგაზე მომდევნო მატჩს 31 ოქტომბერს "ესტუდიანტესის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
გაიზრდება თუ ამერიკაშუი წავა მალე
DABDURA
16:21 18-12-2015
0
კარგი სიმაღლეა , მობილური და სწრაფია
მიდი მიაწექი ქართველო ესპანეტში
0

სიახლეები პოპულარული