გიორგი ცინცაძის 6 ქულა და გამარჯვება"შალონთან"

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძის გუნდის მორიგი გამარჯვება საფრანგეთს უმაღლეს ლიგაში. "გრავლინი" სტუმრად "შალონს" შეხვდა და საკმაოდ იოლად - 78:55 სძლია.

ქართველი გამთამაშებელი სათადარიგო იყო და მოედანზე 10 წუთით გამოჩნდა. ცინცაძემ სამივე ორქულიანი ჩააგდო და მოგროვებულ 6 ქულას 1 მოხსნა და 1 ჩაჭრაც მოაყოლა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.

გრავლინელთაგან 16 ქულით საუკეთესო პაპე სი გახლდათ, ძირითადმა გამთამაშებელმა ენდრიუ ალბისიმ კი გამარჯვებულებს 7 ქულა და 10 პასი მიაშველა.

5 მოგებითა და 2 მარცხით "გრავლინი" ფრანგულ ლიგაში II-VI ადგილებს იყოფს. მორიგი მატჩი ცინცაძის გუნდს 13
ნოემბერს, შინ "მონაკოსთან" ელის.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული