ბექა ბურჯანაძის 13 ქულა და მორიგი მარცხი

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძის "ლეიმა ბასკეტი" ისევ ბრძოლაში დამარცხდა და ამჟამად ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში აუტსაიდერთა შორისაა.

მერამდენე შეხვედრაა, ბურჯანაძის ლაკორუნიული გუნდი შეხვედრას ბოლო წუთებზე, რამდენიმე ქულით აგებს.

ამჯერად ლაკორუნიელებმა შინ "პენას ჰუესკას" უმასპინძლეს და ანგარიშით 72:76 წააგეს. ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და 27:46 წუთში 13 ქულა, 8 მოხსნა (4 მეტოქის ფარზე), 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.

ბექამ 7-დან 5 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, საჯარიმო ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.

ბურჯანაძის გუნდს 8 ტურის შემდეგ 7 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილის ფსკერზე რჩება, მომდევნო მატჩს კი 21 ნოემბერს, სტუმრად, ასევე აუტსაიდერ "პრატ ხუვენტუდთან" ჩაატარებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული