მერამდენე შეხვედრაა, ბურჯანაძის ლაკორუნიული გუნდი შეხვედრას ბოლო წუთებზე, რამდენიმე ქულით აგებს.
ამჯერად ლაკორუნიელებმა შინ "პენას ჰუესკას" უმასპინძლეს და ანგარიშით 72:76 წააგეს. ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და 27:46 წუთში 13 ქულა, 8 მოხსნა (4 მეტოქის ფარზე), 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.
ბექამ 7-დან 5 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, საჯარიმო ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით