ნიკა მეტრეველმა "ვანოლის" 8 წუთში 9 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრ ნიკა მეტრეველის გუნდმა "ბეტალენდ კაპო დ'ორლანდომ" იტალიის სერია A-ში მორიგი მატჩი გამართა, რომელიც ბრძოლაში - 65:69 დათმო.

ორლანდოელების მეტოქე "ვანოლი" გახლდათ და მატჩის ბედი ბოლო წუთებზე, სტუმართა სასარგებლოდ გადაწყდა.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 9 წუთი გაატარა და 8 ქულა მოაგროვა. მეტრეველმა 4-დან 3 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ დაუფარეს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.

"კაპო დ'ორლანდოს" 3 მოგებით და 4 მარცხით მე-11 ადგილი უკავია, მომდევნო მატჩს კი 22 ნოემბერს ტურინში, "მანიტალთან" ჩაატარებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული