10:37 21-11-2015
ზაზა ფაჩულიას მე-7 ორმაგი დუბლი და გამარჯვება "იუტასთან" [VIDEO]
AutoSharing Option
"დალასმა" იუტელებს მეორე პერიოდში ელეთ-მელეთი მოუწყო, როცა 12-წუთეული 35:17 მოუგო და ისე მოიტოვა უკან, დარჩენილ დროში მორმონთა შტატის წარმომადგენლები გონზე ვერ მოვიდნენ და საბოლოოდ 9 ქულით დამარცხდნენ.
ფაჩულია იუტელთა გოლიათ ფრანგ ცენტრ რუდი გობერს მეურვეობდა, რომელსაც მთლიანობაში აჯობა. ორივე მათგანმა 12-12 მოხსნა მიითვალა, ქულებში კი უპირატესობა ქართველის მხარეს იყო - გობერმა 8, ზაზმ კი - 15 ქულა მოაგროვა და მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.
ფაჩულიამ 11-დან 6 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმ ჩააგდო და 15 ქულასა და 12 მოხსნასთან ერთად 4 პასი (დალასში მე-2 შედეგი დერონ უილიამსის 8 პასის შემდეგ) და 2 ჩაჭრა მიითვალა. უილიამსმა კი ხსენებულ 8 პასთან ერთად 23 ქულა მოიხვეჭა და მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. დირკ ნოვიცკის ანგარიშზე 19 ქულაა.
"დალასს" 9 მოგება და 4 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში ისევ მე-3 ადგილზე იმყოფება, თუმცა "სან ანტონიოსთან" ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. მორიგი მატჩი ფაჩულიას გუნდს ოკლაჰომაში, 23 ნოემბერს, ვესტბრუკ-დიურანტის "სანდერთან" ელის.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
ვინც ქართულად წერს და კითხულობს ყველა ქართველი როდია. ძალიან ბევრი ჩვენი არაკეთილმოსურნე ქვეყნიდან თუ სეპარატისტული რეგიონიდან ქართველების წარმატებაზე ბოროტდება. დიდება ზაზას და ყველა ნამდვილ ქართველს!!!
0
0
:D რეზო,აბა რა უნდა გიტჰრა ძმა ესეთ ცუდ კომენტარზე?!სულმოუთქმელად ველოდები ხოლმე,ჩვენებზე რიმე კარგი და წარმატებული წავიკიტხო აქ შემოსვლისას!!!არ უნდა იყოს ესე?!უნდა გვეკიდოს?ბებერი მგელია და ჩვენი იმედია ზაზა
0
0
ase ram gagataxsira axalgazrda xar tu zvelgazrda kaci.yvelas rogor xelebshi shehyurebt shennairi matxovrebi.etyoba colis an dedis gamogzavnil komptan zixar da tan shursda bogmasantxev tan mowyalebas itxov.sheenairs daxmareba kiara unda waartva racaaq.ubeduro
0
0
rezo.zaza tavisi saqmis propesionalia da warmatebebs usurveb.shenki sulier simshvides da kuchis simazgres gisurveb roar gaborotde
0
0
Rezo erti adgili daayene anti qartvelo
0
0
გამოუწერეთ რეზოს სახალინის პუტიოვკა, მაგას ან მის ჯიშს ბევრი ექნება გამოწერილი. ზაზა მიდი მიდი, არ გაჩერდე
0
0
ამ რეზოს [სამხრეთული]აზროვნება გასაგებია,ღვარძლო და ქართულის ცუდად მცოდნევ,დაწერე შენი ალბათ გადაკეთებული გვარი,ვერ აგიტანიათ ქართველის წარმატება,გაჭირვებულებსაც ეხმარება და ბევრ კარგ საქმესაც აკეთებს,უმრავლოს ღმერთმა ჩვენს მამულს ეგეთი შვილები
0
0
ზაზას კანტერ-ადამსთან მოუწევს ჭიდაობა და მაგ გამოწვევასაც წარმატებით გაივლის. ზაზა მართლაც იმ ტემპზე დარჩა რაც ევრობასკეტზე გამოავლინა,მილოუკიში მისი პასის კულტურა უფრო დაიხვეწა და ეგ მებრძოლ აზროვნებასთან ერთად დალას ძალიან გამოადგება
0
0
რეზო აბა რაზე წეროს სპორტულმა გვერდმა? ვინმე გაძალებთ კითხვას? წესით უნდა გიხაროდეთ ქართველის წარმატება.
0
0
ქართველს ეზიზღება წარმატებული ქართველი
0
0
< წინა123შემდეგი >
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული