10:12 04-12-2015
თორნიკე შენგელიას ეფექტური დაფარება და ჩატენვა ევროლიგის მატჩში [VIDEO]
AutoSharing Option
ესპანეთის ქალაქ ვიტორიის გუნდმა "ლაბორალ კუჩამ" შინ ფრანგულ "ლიმოჟს" სძლია და ჯგუფიდან გამსვლელ ოთხეულს შორის ადგილი დაიბევა.
ქართველმა ფორვარდმა ჯგუფიდან გამსვლელ მატჩში შედეგიანად ითამაშა. შენგელია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე 21:17 წუთი გაატარა და შედეგიანობით გამოირჩა.
ქართველმა ფორვარდმა 7-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. საბოლოოდ თორნიკეს ანგარიშზე 11 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დაგროვდა, რითაც ის შედეგიანობით საუკეთსო სამეულში შევიდა.
აღსანიშნავი იყო შენგელიას ეფექტური დაფარება და ჩატენვა, რომელიც მატჩის საუკეთესო მომენტებში შეიყვანეს.
საუკეთესო შედეგი დარიუს ადამსმა დააფიქსირა, რომელმაც 19 წუთში 23 ქულა მიითვალა. ვიტორიელებმა ბელგიური გუნდი იოლად - 92:56 დაამარცხეს და 5 მოგებითა და 3 მარცხით ჯფუფში მეორე ადგილზე გამაგრდნენ. მომდევნო, ბოლოსწინა ტურში, შენგელიას გუნდი 10 დეკემბერს სტუმრად სტამბოლის "ეფესს" შეხვდება.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
თოკო გაიხარე, მაგარი ხარ!
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული