გიორგი ცინცაძის "გრავლინი" "სტრასბურთან" დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელ გიორგი ცინცაძის გუნდს საფრანგეთის ჩემპიონატში გალიდერების შანსი ჰქონდა, თუმცა მორიგი ტურის შეხვედრა ევროლიგის მონაწილე "სტრასბურთან" სტუმრად წააგო და მეორე ადგილზე დარჩა.

ცინცაძის "გრავლინს" სტრასბურელებთან შანსი არ ჰქონია და საბოლოოდ 19 ქულით - 66:85 წააგო.

ქართველი უკანახაზელი სათადარიგო იყო და მოედანზე მხოლოდ 4 წუთით გამოჩნდა. ამ სიმბოლურ დროში გიორგიმ მხოლოდ ერთხელ შეუტია სტრასბურელთა ფარს, თუმცა მიზანში ვერ გაარტყა. გრავლინელებს, ტრადიციულად, მარკუს დავმა (17 ქულა) და ენდრიუ ანბისმა (15) ულიდერეს.

8 მოგებით და 3 წაგებით "გრავლინი" მეორე ადგილს
"მონაკოსთან" ერთად იყოფს. მომდევნო ტურში, 14 დეკემბერს, ცინცაძის გუნდი "პო ორტეზს" უმასპინძლებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული