ნიკა მეტრეველის გუნდი "ემპორიო არმანისთან" დამარცხდა

AutoSharing Option
წარუმატებელი გამოდგა იტალიის ჩემპიონატის მორიგი ტური ნიკა მეტრეველის "კაპო ბეტალანდ დ'ორლანდოსთვის". მეტრეველის გუნდი მილანში "ემპორიო არმანის" შეხვდა და უიმედოდ დამარცხდა - 57:84.

არც ქართველი ფორვარდი ყოფილა გამორჩეული. მეტრეველს მხოლოდ 3 სათამაშო წუთი მიეცა, რის განმავლობაშიც მან 2 ქულა მოაგროვა და ბურთი ერთხელ დაკარგა. 4 მოგებით და 7 მარცხით "დ"ორლანდო" მე-13 ადგილზე დაეშვა.

მომდევნო შეხვედრას მეტრეველის გუნდი 20 დეკემბერს, შინ "პესაროსთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული