გიორგი ცინცაძისა და ფრანგული "გრაველინის" გზები გაიყარა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების უკანახაზელი გიორგი ცინცაძე ფრანგულ "გრაველინში" აღარ ითამაშებს. მან კლუბის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, კონტრაქტი ვადაზე ადრე გაწყვიტა და თავისუფალ აგენტად იქცა.

სად განაგრძობს კარიერას ქართველი გამთამაშებელი, ჯერ უცნობია. რაც შეეხება "გრაველინში" მის შემცვლელს, კლუბში უკვე მიიყვანეს ამერიკელი ტაირონ ბრაზელტონი.

გიორგი ცინცაძემ საფრანგეთის ჩემპიონატის წლევანდელ სეზონში 13 მატჩი ჩაატარა, საშუალოდ 12.3 წუთში 3.9 ქულას და 1.3 პასს აგროვებდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს რას ნიშნავს გუშინ კონტრაქტი გაწყვიტა და დღეს თამაშში მიიღო მონაწილეობა??? საერთოდ რაებს ბოდავთ?
football fan
10:39 23-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული