12:06 31-12-2015
თორნიკე შენგელიას 12 ქულა, 7 მოხსნა და გამარჯვება ევროლიგაზე [VIDEO]
AutoSharing Option
ვიტორიელებმა ბრწყინვალედ დაიწყეს მატჩი და პირველი 10-წუთეულის შემდეგ 33:14 დაწინაურდნენ. მასპინძლებმა მომდევნო პერიოდები მცირე უპირატესობებით მოიგეს, თუმცა ბოლო მეოთხედის 25:13 მოგებით შენგელიას გუნდმა კაუნასელებს ლახვარი ჩასცა.
ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 24:38 წუთი გაატარა. შენგელიამ 8-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა და შეხვედრა 12 ქულით დაასრულა. თორნიკემ ამავდროულად კარგად იმუშავა ფარზე და საბოლოო ჯამში 7 მოხსნა, 2 დაფარება და 1 პასი დააგროვა. მარგი ქმედების კოეფიციენტით (16) შენგელიას თანაგუნდელთაგან მხოლოდ ადამ ჰანგამ (25) და ფაბიენ კოსიემ (19) აჯობეს. უნგრელმა ჰანგამ 9 ქულა, 10 მოხსნა და 4 დაფარება მიითვალა, ხოლო ფრანგმა კოსიემ თავი 13 ქულა და 4 პასს მოუყარა.
ევროლიგის ტოპ-16, რომელიც 14 ტურისგან შედგება, შენგელიას გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო და ცხადყო, რომ 8-გუნდიანი ჯგუფიდან გამსვლელ ოთხეულში მოსახვედრად იბრძოლებს. "ჟალგირისთან" ერთად ვიტორიელებს ჯგუფში ჰყავთ: ხიმკი, ცსკა, ოლიმპიაკოსი, ბარსელონა, რეალი და ბროსე-ბამბერგი.
მომდევნო ტურის მატჩში, 7 იანვარს, "ლაბორალ კუჩა" ბერძნულ "ოლიმპიაკოსს" უმასპინძლებს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული