ბექა ბურჯანაძეს ესპანეთში გამარჯვება დედამ მოედანზე მიულოცა [PHOTO]

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძის "ლეიმა ბასკეტმა" ოქროს ლიგად წოდებულ ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში იმარჯვა. ლაკორუნიელებმა "მელილას" უმასპინძლეს და მეტოქე ანგარიშით 77:71 დაამარცხეს.

რთულად გასახსენებელია, როდის ჩამოსცდა ქართველი ფორვარდის მონაგარი 20 ქულას. ბურჯანაძე მთელს სეზონს მძლავრად ატარებს, თუმც გასულ ტურში შედარებით 20-ქულიანი ბარიერი ვერ დაძლია, თუმც საკმაოდ შედეგიანად გაისარჯა. ბექამ სასტარტო ხუთეულში - 30 წუთი ითამაშა და 12 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მატჩს ესწრებოდა ბექას დედა, ქალბატონი დალი ბურჯანაძე, რომელიც ლა კორუნიაში ბექას
მოსანახულებლად და მისთვის შობის მისალოცად ჩავიდა.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

8 მოგებითა და 9 მარცხით "ლეიმა ბასკეტი" მე-8 ადგილზეა და მორიგ მატჩს 15 იანვარს, შინ "ოურენსესთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
ძლიერები არასდროს ნებდებიან - ბექა ბურჯანაძის მძიმე ისტორია
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბექა, ჯიგარი ხარ. ძალიან გვიყვარხარ.
tengabi
14:37 09-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული