გიორგი ცინცაძის ორქულიანი დებიუტი "რუანში"

AutoSharing Option
ქართველმა გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ, რომელიც აქამდე საფრანგეთის უმაღლესლიგელ "გრავლინში" თამაშობდა და გუნდი გამოიცვალა, პირველი მატჩი ჩაატარა "რუანში".

ცინცაძის დებიუტი ფეხბედნიერი ვერ გამოდგა. რუანელებმა ჩემპიონატის მორიგი მატჩი შინ შოლესთან" გამართეს და ანგარიშით 80:90 წააგეს. ქართველი უკანახაზელი სათადარიგო იყო და მოედანზე 8 წუთით გამოჩნდა. ცინცაძემ 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 2 ქულით დაასრულა.

4 მოგებითა და 12 მარცხით "რუანი" საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ცინცაძის გუნდი 15 იანვარს ანტიბში გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული