09:43 11-01-2016
ზაზა ფაჩულიას მე-19 ორმაგი დუბლი სეზონში და გამარჯვება "მინესოტასთან" [VIDEO]
AutoSharing Option
ქართველი ცენტრის "დალასი" "მინესოტას" ესტუმრა და ანგარიშით 93:87 დაამარცხა.
ფაჩულია, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე 32 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან 13 ქულა (4/9, 5/5), 11 მოხსნა (6/5), 2 პასი და ერთი დაფარება მოაგროვა, ხოლო ბურთი ერთხელ დაკარგა.
ფაჩულია გახდა ერთადერთი მოთამაშე მატჩში, ვინც ორმაგი დუბლი გაიფორმა. ქართველი კალათბურთელის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 18 ერთეული შეადგინა. ამ მაჩვენებელში მას მხოლოდ დირკ ნოვიცკიმ (26) და მინესოტელმა რიკი რუბიომ გაუსწრეს (19).
ნოვიცკიმ შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა (29) ჩააგდო.
ამ გამარჯვების შემდეგ "დალასს" 22 მოგება და 16 მარცხი დაუგროვდა და დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილს იკავებს.
მომდევნო შეხვედრას ფაჩულიას გუნდი 13 იანვარს დილით, შინ "კლივლენდთან" გამართავს.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
PPG 10.7 RPG 10.8 APG 1.8 SPG 1.1
ვერ გაიგებ ეგრე.. ძირითადად დასავლეთის გუნდები უკეთესებია ვიდრე აღმოსავლეთის.. იცვლება გუნდების სიძლიერე.. მუდმივად ძლიერი როგორც მახსოვს სან ანტონიოა..ზაზას გუნდი დასავლეთის მხარის არის.
2-რეგიონია დასავლეთი და აღმოსავლეთი რომლებიც დაყოფილია 3 ცალ 5 გუნდიან დივიზიონად.