ამერიკელები: ფაჩულიაზე ჩვენმა შეფასებებმა ქართველები ძალიან გააბრაზა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამერიკელმა კომენტატორებმა შოუ The Starters-ში მორიგი გადაცემა მიუძღვნეს ზაზა ფაჩულიას.

ამჯერად მათ გაარკვიეს, თუ საიდან აქვს ქართველ ცენტრს ამდენი ხმა NBA ALL STAR-ის გამოკითხვის შუალედურ შედეგებში.

კომენტატორებმა ირონიითა და იუმორით განიხილეს ფაჩულიას შედეგები, თუმცა, ასევე, ბოდიშიც მოიხადეს და გადაწყვიტეს, ფაჩულიას კარიერის 5 საუკეთესო მომენტი შეეთავაზებინათ მაყურებლისთვის.

"წინა ჯერზე განვიხილეთ, როგორ არის საერთოდ შესაძლებელი, რომ 30 წლის ზაზა ფაჩულია, რომელიც არასდროს ახლოსაც კი არ ყოფილა "ოლ სტარში" მოსახვედრად, ახლა ასე მაღლა არის გამოკითხვის შედეგებში. უფრო მაღლაც კი, ვიდრე დემარკუს კაზინი, დუეინ
ჰოვარდი და დირკ ნოვიცკი.

ეს უმაღლესი ლიგაა, როგორ მოხდა ეს? ვინ გააკეთა ეს? საქართველომ? რამდენია მათი მოსახლეობის რაოდენობა? ოღონდ შტატის კი არა, ქვეყანა საქართველოსი?

როგორც ჩანს, ჩვენმა შეფასებებმა ძალიან გააბრაზა ქართველები. ჩვენი გვერდი აივსო კომენტარებით მათი მხრიდან და ათასობით ხმა კიდევ დაემატა ზაზას.


მაგრამ ზაზას საქართველოში ყველა უჭერს ხმას: ეს არის ქართული შოუ "ნიჭიერი" და თქვენ ხედავთ, ზაზას სახელი სცენაზე ჩანს. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ტვიტერზე" დაწერა იგივე; ასევე, სამხედროებიც ერთად უჭერენ მას მხარს.

ჩვენ გადავწყვიტეთ, მოგვებოდიშებინა - რაღაც მხრივ და შევკრიბეთ მთელი მისი კარიერის 5 საუკეთესო მომენტი".

ზაზა ფაჩულიაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად გამოიყენეთ ტეგი ზაზა ფაჩულია

იხილეთ ინგლისური ვერსია - NBA TV show apologizes - "sort of" - for being sarcastic over Georgian center Zaza Pachulia
მკითხველის კომენტარები / 22 /
#NBAVOTE Zaza Pachulia
ლელა ვეკუა
16 იანვარი 2016 01:24
0
ზაზას გამარჯვება დაარწმუნებს თვითეულ სპორტსმენს საქართველოში რომ შეუძლებელია არაფერია ქართველებისათვის
თქვენ გენაცვალეთ ყველას ვინც ზაზას მხარს უჭერს
#NBA ზაზა ფაჩულია
NBA
14 იანვარი 2016 18:47
0
ობიექტური შედეგებით ზაზა ერთ-ერთი უძლიერესია ამ სეზონში. შედარებისათვის მოგიყვანთ ნბა-ს ერთ-ერთი ლეგენდის დენის როდმანის შედეგებს Сезон 1988-89 стал первым чемпионским сезоном Детройт Пистонс, в Финале НБА в сухую разгромившими Лэйкерс. В регулярном чемпионате Родман играл роль первого запасного игрока команды, за 26.9 минут забивая по 9.0 очка, делая по 9.4 подбора, 1.2 передачи и 0.93 блок-шота. ეს დენის როდმანზეა ახლა ნახეთ ზაზას შედეგები
PPG 10.7 RPG 10.8 APG 1.8 SPG 1.1 როგორც ხედავთ ყველა კომპონენტში ზაზა უკეთესია!
არჩილ ხოფერია
14 იანვარი 2016 17:03
0
არაფერი სასაცილო არაა, იმსახურებს ზაზა და იმიტომ ვაძლევთ ხმას, თორე წინა წლებშიც გავიყვანდით მასე ოლ სტარზე იაო მინივით, მაგრამ ვიცით ქართველებმა სამართლიანობის ფასი.
შაკო
14 იანვარი 2016 16:04
0
jeremi

სამარცხვინო ის არის შენიანს რომ მხარს უჭერ?!! მაგალითს გეტყვი რაც პირადად ვნახე facebookze dalikebuli maq giorgio chiellini-s გვერდი და ბალინელი თუ ვიღაც აღარ მახსოვს იმის სურათი ქონდა nbavote
ანალოგიური ზუსტად როგორც ჩვენ ვაკეთებთ ასე რომ, ამაში სამარცხვინო არაფერია ბიჭო პირიქით)) და ზაზა რომ მონდომებულია და თავის სულ და გულს დებს თითოეულ თამაშში ამას შენც ხედავ მგონი))
svani_7
14 იანვარი 2016 16:04
0
ღმერთმა გაუმარჯოს ფაჩულიას მაგრამ სასაცილოა აბა რა?! საქართველოდან ფაჩულიას ხმას აძლევენ არა იმიტომ რომ NBA-ში საუკეთესოა,მხოლოდ იმიტომ რომ ქართველია!და მითუმეტეს ეს თავდაცვის მინისტრის ქმედება ხომ სამარცხვინოა...
jeremi
14 იანვარი 2016 14:41
0
აი მარჯვნივ რო ზის კი გავლახავდი მაგრა რა:)
gg
14 იანვარი 2016 14:34
0
ეს ჰამბურგერზე და კოკაკოლაზე გაზრდილი ამერიკელბი ნახე რა როგორ ღადაობენ
giga
14 იანვარი 2016 14:04
0
#NBAVOTE zaza pachulia

http://www.sportall.ge/kalatburti/qarthuli-kalathburthi/legionerebi/87207-amerikelebi-fachuliaze-chvenma-shefasebebma-qarthvelebi-dzalian-gaabraza-video.html
akaki
14 იანვარი 2016 13:30
0
ზაზა შე მაგარო
ako
14 იანვარი 2016 13:15
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული