11:02 16-01-2016
თორნიკე შენგელიას 9 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი ევროლიგის მატჩში "ხიმკთან" [VIDEO]
AutoSharing Option
შენგელია სტუმართა გუნდის სასტარტო ხუთულში იყო და მოედანზე 17:30 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 2-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგო. შენგელიამ მთლიანობაში 9 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. ვიტორიელთაგან ვერც ერთმა მოთამაშემ ვერ მიაღწია 10-ქულიან ზღვარს.
შენგელიას მსგავსად 9-9 ქულა მოაგროვეს ფაბიენ კოსიემ, ადამ ჰანგამ და იაკა ბლაჟიჩმა.
"ლაბორალ კუჩას" 1 მოგების წილ 2 მარცხი აქვს და 8-გუნდიან ჯგუფში მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩი შენგელიას გუნდს 21 იანვარს, შინ მოსკოვის ცსკა-სთან ელის.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული