სად იკარგება ქართული ხმები? როგორ მივცეთ ხმა სწორად ზაზა ფაჩულიას [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-ს ყველა ვარსკლავის მატჩში მოსახვედრად "დალას მავერიკსის" ცენტრ ზაზა ფაჩულიას მხარდაჭერა საქართველოდან ნამდვილად არ აკლია, თუმცა ბოლო შუალედურმა შედეგებმა ბევრი დააეჭვა - სწორად ხდება თუ არა მისთვის ხმის მიცემა და აისახება თუ არა ეს შედეგებზე.

15 იანვარს, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასულ გადაცემა "კომუნიკატორში" ფაჩულიასთვის ხმის მიცემის წესებზე ისაუბრეს. გადაცემაში ამერიკიდან ჩაერთო აშშ-ში სტაჟირებაზე მყოფი ირაკლი აბაშიძე, რომელმაც საკითხი გულდასმით შეისწავლა და ქართველი ცენტრის მხარდამჭერთათვის მნიშვნელოვანი განმარტებები გააკეთა.

ბოლო მონაცემებით, ზაზა ფაჩულიას 299 584 ხმა ჰქონდა, რაც მერვე შედეგი იყო დასავლეთ კონფერენციაში
ფორვარდებს შორის. "ყველა ვარსკვლავის" მატჩში სასტარტო ხუთეულში სათამაშოდ კი საჭიროა ფორვარდთა სამეულში მოხვედრა.

ასევე იხილეთ:
NBA All-Star-ის ახალი შედეგები: ზაზა ფაჩულია მიზანს 200 ათასი ხმით ჩამორჩება
მკითხველის კომენტარები / 15 /
შედით საიტზე NBA.com შემდეგ დაკლიკეთ ოლსტარი მიიღებთ კალათბურთელების სრულ შემადგენლობას.დააწექით P-ს'აირჩიეთ ფაჩულია და მიეცით ხმა.მორჩა!
რეზო
16 იანვარი 2016 19:38
0
იქნებ ეს სტატია ხმის მიცემა რომ დაიწყო მაშინ დაგედოთ? აქამდე გეძინათ? ახლა გაიღვიძეთ 2 დღე რომ დარჩა? სომეხი რომ ყოფილიყო ფაჩულია პირველ ადგილზე იქნებოდა. ძალიან არაორგანიზებული, მხოლოდ გარეგნულად და მოდურად სოლიდარული და არადისციპლინირებულები ვართ რა ეს ქართველები.
ბებიას სიცოცხლე ბიჭი
16 იანვარი 2016 18:33
0
მეგობრები, შედიტ ამ საიტზე და აქ მიეცით ხმა. ეს ოფიციალური საიტია და მემგონი აქ ჯობია ხმის მიცემა
http://vote.nba.com/##groupP
gio
16 იანვარი 2016 16:35
0
უმჯობესია უფრო მარტივად და გასაგებათ აღწეროთ ხმის მიცემის პროცედურა!
ნაილა
16 იანვარი 2016 15:32
0
გაცილებით უკეთესი იქნებოდა ერთხელ დაწვრილებით და გასაგებათ აქ გაგეწერათ ეს პროცედურა! ახლა რაღა დროსია და კიდევ ახლაც ვერ გავიგეთ ვერაფერი! თან თუ 10 დეკემბერს დაიწყო ეს ხმის მიცემა, რას გვიმალავდით?!
არჩილ ხოფერია
16 იანვარი 2016 13:22
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული