გიორგი ცინცაძის 13 ქულა "რუანს" სტუმრად "ანტიმთან" მოგებისთვის არ ეყო

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძემ ფრანგულ "რუანში" გადასვლის შემდეგ საუკეთესო მატჩი ჩაატარა, თუმცა ეს მის გუნდს მოსაგებად არ ეყო. რუანელებმა საფრანგეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩი სტუმრად "ანტიბთან" გამართეს და დაძაბულ ბრძოლაში - 81:87 დამარცხდნენ.

ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 21 წუთში 13 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ცინცაძემ 7-დან 5 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა.

18 ქულით რუანელთაგან საუკეთესო გერშონ იაბუსელე გახლდათ, 16 ქულა კი სულეიმან დიაბატემ მიითვალა.

4 მოგბითა და
13 წაგებით "რუანი" საფრანგეთის ჩემპიონატში ბოლოსწინა ადგილზეა. საფრანგეთის ჩემპიონატში პირველი წრე დასრულდა და ახლა სათასაო მატჩები გაიმართება. ჩემპიონატი 29 იანვრიდან განახლდება. ამ დღეს ცინცაძის გუნდი "ნანსის" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული