თორნიკე შენგელიას 11 ქულა და გამარჯვება "ხუვენტუდთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელიამ ესპანეთის ჩემპიონატში საკმაოდ შედეგიანად ითამაშა და თავისი გუნდის გამარჯვებაში "ხუვენტუდთან" მნიშვნელოვანი წილი დაიდო. ვიტორიულმა გუნდმა მორიგი ტურის მატჩი დაძაბულ ბრძოლაში - ბოლო წამებზე - 69:68 მოიგო.

როგორც წესი, შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ არასრულ 19 წუთში 8-დან 5 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. შენგელიას მონაგარმა 11 ქულა, თავის გუნდში უმეტესი 8 მოხსნა, 3 პასი, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა შეადგინა. თორნიკემ 4 ჯარიმა მიიღო და ბურთი 3-ჯერ დაკარგა.

შენგელიას მსგავსად, 11-11
ქულა მოაგროვეს იანის ბურუსისმა და იაკა ბლაჟიჩმა, ბომბარდირი კი 18 ქულით დარიუს ადამსი გახდა, თუმცა მარგი ქმედების კოეფიციენტით, ეს უკანასკნელი ყველა მანამდე ხსენებულ კალათბურთელს - შენგელია, ბლაჟიჩი, ბურუსისი - ჩამორჩა.

"ლაბორალ კუჩა" ცხრილში მოსწყდა მადრიდის "რეალს" და მესამე ადგილზე ერთპიროვნულად განთავსდა, თუმცა დღეს, გვიან ღამით "სამეფო კლუბი" "ფუენლბრადას" ხვდება და თუ მოუგო, შენგელიას გუნდს მე-3 ადგილს შეეზიარება. მომდევნო მატჩში შენგელია გიორგი შერმადინს შეხვდება. 24 იანვარს ვიტორიაში "ლაბორალ კუჩა" "ანდორას" უმასპინძლებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული