ორი ვარიანტი, რა შემთხვევაში შეიძლება ითამაშოს ზაზა ფაჩულიამ NBA ALL-STAR-ში

AutoSharing Option
NBA ALL-STAR-ის სასტარტო ხუთეულები გამოვლენილია. ყველაზე დიდი სენსაცია იყო ზაზა ფაჩულიას მეოთხე ადგილი დასავლეთ კონფერენციის ფორვარდებში. ჩვენებურს სულ რაღაც 14 ათასი ხმა დააკლდა და "ყველა ვარსკვლავის" თამაშში პირველად მოხვდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ზაზას ხმებმა მთელი ამერიკა აალაპარაკა, ფაქტია, რომ ის სასტარტო ხუთეულში ვერ მოხვდა, რაც ძალზე დასანანია.

თუმცა ზაზას მაინც შეუძლია კარიერაში პირველად ითამაშოს "ყველა ვარსკვლავის" თამაშში. ვარიანტი კი სულ ორია.

I ვარიანტი
ჯერ ერთი, რომ ის სიით პირველი სარეზერვოა
და დასავლეთ კონფერენციის ფორვარდთა სამეულიდან ერთის გამოკლების შემთხვევაში...

ამ შემთხვევაში მეოთხე ადგილზე გასული, სამწუხაროდ, ავტომატურად არ "ჩაჯდება" სასტარტოში. ტრავმირებული სტარტერის შეცვლის პრეროგატივა NBA-ს კომისიონერს აქვს.

მაგრამ ისიც ფაქტია, რომ კენჭისყრის შედეგებს კომისიონერი, როგორც წესი, ითვალისწინებს ხოლმე. სხვათა შორის, კომისიონერს აქვს უფლება მწვრთნელების მიერ არჩეული სარეზერვოების შეცვლისაც.

ტრავმიანობა ხშირია - შარშანდელი "ოლ სტარი" ტრავმების გამო გამოტოვეს: კობი ბრაიანტმა, ენტონი დევისმა, დუეინ უეიდმა და ბლეიკ გრიფინმა.

II ვარიანტი
სასტარტო ხუთეულები ფანებმა შეარჩიეს, დანარჩენის შერჩევის პრეროგატივა კი ასოციაციის 30 მწვრთნელს აქვს. ისინი (თავიანთ კონფერენციაში) ირჩევენ 7-7 კალათბურთელს: 2 - მცველს, 3 - ფორვარდს და 2-ს პოზიციის გარეშე.

"ყველა ვარსკვლავის" თამაში შოუს ელემენტებით გადატვირთულია. ზაზა ფაჩულია კი ის კალათბურთელი არ არის, რომელსაც შეუძლია შოუ დადგას, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რა მაღალი შეფასება აქვს ზაზას ასოციაციის თავკაცებს შორის.

სარეზერვო კალათბურთელებს TNT-ზე დაასახელებენ 28 იანვარს, აღმოსავლეთის დროით საღამოს შვიდ საათზე (საქართველო 9 საათით წინ არის).

NBC Sports
NBC Sports-ი ეხმაურება სწორედ სარეზერვო კალათბურთელების თემას. ჟურნალისტი კურტ ჰელინი წერს:

"თქვენ, ფანებმა, თქვენი საქმე დიდებულად შეასრულეთ. აირჩიეთ "ყველა ვარსკვლავის" სტარტერები. მე მესმის თქვენი, რატომ აირჩიეთ კობი ბრაიანტი, რომელიც არც ისე კარგად თამაშობს. მე თქვენ გპატიობთ დუეინ უეიდის ხმებსაც. ჩვენ უბრალოდ არ ვახსენებთ შემთხვევას ზაზა ფაჩულიასთან დაკავშირებით და ვიმედოვნებთ, რომ ასეთი რამ აღარასოდეს მოხდება. მაგრამ ვინ უნდა იყვნენ სარეზერვო კალათბურთელები?"

ამის შემდეგ NBC Sports-ის სამმა საკალათბურთო მიმომხილველმა (თავად კურტ ჰელინი, დენ ფელდმანი და შონ ჰაიკინი) ჩამოწერა თავიანთი ვარიანტები.

ჩვენ, რა თქმა უნდა, მათ ყველა ვარიანტს არ განვიხილავთ. უბრალოდ, გთავაზობთ მათ არჩევანს დასავლეთ კონფერენციაში.

დასავლეთ კონფერენციის სამი სათადარიგო ფორვარდიდან ორზე სამივე ანალიტიკოსი უსიტყვოდ შეთანხმდა - დრეიმონდ გრინი და ენტონი დევისი. აი, მესამის შემთხვევაში ორმა ბლეიკ გრიფინი შეარჩია, ერთმა კი ზაზას გუნდელი დირკ ნოვიცკი.

რჩება ორი "უაილდ ქარდი". აქ დემარკუს კაზინსზე შეთანხმდნენ, კლეი თომპსონმა 2 ხმა მიიღო, დეანდრე ჯორდანმა - ერთი.

ფელდმანს ზაზა საერთოდ არ უხსენებია. ჰელინი წერს:

"ჩვენ ყველანი შევთანხმდით, რომ სიაში ზაზას ადგილი არ არის".

საინტერესოა, რას წერს ჰაიკინი:

"ყველა გადაწყვეტილება, გრიფინის გარდა, იოლად მივიღეთ, რადგან ნათელია ყველაფერი. ერთია, ხმების სიმრავლის გამო ასოციაციამ უნდა გამონახოს რაიმე გზა, რომ "ყველა ვარსკვლავის" უქმეებზე ზაზა ფაჩულიამაც მიიღოს რაღაც როლი".
მკითხველის კომენტარები / 10 /
ანდრიას! რა ხდება, რა პატიოსნებაზე დებ თავს? იმისი ადგილია თუ ამისი ადგილიაო. ვის აინტერესებს შენი ფსევდო გულშემატკივრობა კალათბურთზე, შენი გლახა რომ უნდა გერჩივნოს ეგ სასწავლი გქონია ბიძია შენ. თუმცა ზაზას არ ეხება ეს ჩემი გამოტქმის ნაწილი, ტუ ვერ მიხვდი მაგასაც დაგიკონკრეტებთ შენ და შენნაირ "პატიოსან" გულშემატკივრებს!!!
gela
23 იანვარი 2016 14:11
0
ერტი ტ........,რა აკვს ზაზას მაგ ............. დასამადლი?ზაზა კაცია და იკნება მუდამ,კველამ გამოვხატეტ მის მიმარტ სიკვარული...... ამერიკა და მატი აზრებიიი
kobra
23 იანვარი 2016 08:51
0

ეს სტატია რომ წავიკითხე ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა თითქოს რუსების შეფასება იყო ქართველებზე (((((
ერთი-ერთში გვაკნინებენ .......




J A G A
23 იანვარი 2016 08:37
0
ოლ სტარში ითამაშებს თუ არა დიდი მნიშვნელობა არააქ ამას, მთავარია რომ ზაზა ფაჩულია კაცური კაცი და საამაყო ქართველია
Givi
23 იანვარი 2016 03:07
0
კიდევ კარგი, ვერ მოხვდა ოლ სტარში, თორემ ხომ წაიღებდენ ვიღაც უსაქმური, უსახური და "ბირჟავიკი" ტიპები ტვინს, რა მაგრები ვართ ქართველებიო. გეგონება, თვითონ თამაშობენ. ისე, ყველა მშრომელ და ნიჭიერ ქართველს დიდ წარმატებას ვუსურვებ. ხმების მაქსიმალურ რაოდენობას ვაძლევდი ყოველდღე.
ნიკოლოზი
23 იანვარი 2016 02:32
0
დემოკრატია, ვერ გავიგე? ..

"მე მესმის თქვენი, რატომ აირჩიეთ კობი ბრაიანტი, რომელიც არც ისე კარგად თამაშობს. მე თქვენ გპატიობთ დუეინ უეიდის ხმებსაც. ჩვენ უბრალოდ არ ვახსენებთ შემთხვევას ზაზა ფაჩულიასთან დაკავშირებით და ვიმედოვნებთ, რომ ასეთი რამ აღარასოდეს მოხდება."
Moqalaqe
22 იანვარი 2016 20:35
0
აზრზე ხარ რაღაც უნდა მოიფიქროსო ანუ რა ბუტაფორიის როლის მორგება უნდათ ზაზაზე და ვფიქრობ საერთოდ უარი უნდა თქვას ზაზამ ესეთ რაგაცაზე, ვერ ვხდები რაღას ატარებენ ამ გამოკითხვას დაჯდნენ მაშინ ამირიკელი კალათბურთის მამები და თვითონ გადაწყვიტონ ყოვეწლიურად ვინ მიიღებს მონაწილეობას.ესე დამადლებუზე აზრი არააქ თუნდაც სათადარიგო სკამზე ჯდომას შემოიყვანენ მერე ზაზას 10 წამით და ამით აკმარებენ ალბატ
sos
22 იანვარი 2016 18:20
0
საკუთარი თუ არ მოგწონს ვერც სხვას შეიყვარებ. იყო შანსი ყოფილიყო ეს ზაზას წარმატება არ იქნებოდა მარტო
rezo
22 იანვარი 2016 17:42
0
მე 1968 წლიდან ვუყურებ ყველა კალათბურთს. ანდრია თქვენი მოსაზრება ნამდვილად სამწუახროა! ამ ოლ სტარში ზაზას ნამდვილად ეკუთვნის სათამაშო 10 წუთი! შედეგების გათვალისწინებით!
არჩილ ხოფერია
22 იანვარი 2016 17:19
0
რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ეს რეალობაა!!! ზაზას ადგილი ოლსტარში,თუნდაც სკამზე,არ არის და ამ აზრს ყველა ქართველი უნდა შევეგუოთ,მიუხედავად იმისა თუ როგორ გვინდა რომ ჩვენებურიც ვნახოთ მანდ!!! ჩემი აზრით უბრალოდ უნამუსობა იქნებოდა რომ ზაზას კავაი ლეონარდი ამოეგდო სასტარტოდან,რადგან მართლაც იმსახურებს ის ადგილს ძირითად სასტავში იმით,რასაც ამ სეზონში აკეთებს!!!
andria
22 იანვარი 2016 16:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული