ნიკოლოზ ცქიტიშვილი ლიბანის ჩემპიონატის V ტურის MVP-ად აღიარეს

AutoSharing Option
ერთ-ერთი პირველი, ვის საქართველოს ნაკრებში დაბრუნებაზეც ახალი მწვრთნელი უნდა დაფიქრდეს, ნიკოლოზ ცქიტიშვილია, რომელიც ლიბანის ჩემპიონატში კვლავ საუკეთესოა.

"ჰუპსთან" 94:97 წაგების მიუხედავად, ნიკა მე-5 ტურის MVP-ად აღიარეს. მან "ჰუპსთან" დაძაბულ მატჩში 33 ქულა, 11 მოხსნა და 6 ჩაჭრა მოაგროვა, მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 53 ჰქონდა.

"აზიაბასკეტზე" ვკითხულობთ: "ქართველ ფორვარდ ნიკოლოზ ცქიტიშვილს საოცარი საღამო გამოუვიდა. მისი დამსახურება იყო, "შამპვილი" "ჰუპსს" ბოლომდე რომ ებრძოდა, მაგრამ მაინც დამარცხდა. თუმცა ეს ქართველის გარჯას სულაც არ აფერმკრთალებს. მას საშუალო მაჩვენებლებიც მშვენიერი აქვს: 25.3 ქულა, 13.3 მოხსნა."

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვულოცავ ამ აღიარებას და რა თქმა უნდა კარგ თამაშს. უფრო გამიხარდებოდა, ეს რომ ხდებოდეს შედარებით მაღალი დონის ჩემპიონატში. წარმატებები ნიკა!
zura1504
11:03 26-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული