ნიკოლოზ ცქიტიშვილის მორიგი ორმაგი დუბლი ლიბანის ჩემპიონატში

AutoSharing Option
ნიკოლოზ ცქიტიშვილმა ლიბანის ჩემპიონატის მორიგ ტურში სტუმრად "ტადამონთან" წაგებულ მატჩში 14 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა.

ქართველმა ფორვარდმა 34 წუთი ითამაშა, 11-დან 6 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 4 სამიანი კი ააცილა.

ცქიტიშვილის გუნდში 21 ქულით საუკეთესო იყო დეშონ სიმსი, თუმცა "შამპვილი" წაგებისგან ვერც მან იხსნა - 66:82.

1 მოგებითა და 4 მარცხით ცქიტიშვილის გუნდი 9-გუნდიან ლიგაში მე-8 ადგილზეა. 1-ელ  თებერვალს "შამპვილი" ჩემპიონატის ლიდერს, დაუმარცხებელ "ალ რიადს" უმასპინძლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული