ქართველმა ფორვარდმა 34 წუთი ითამაშა, 11-დან 6 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 4 სამიანი კი ააცილა.
ცქიტიშვილის გუნდში 21 ქულით საუკეთესო იყო დეშონ სიმსი, თუმცა "შამპვილი" წაგებისგან ვერც მან იხსნა - 66:82.
1 მოგებითა და 4 მარცხით ცქიტიშვილის გუნდი 9-გუნდიან ლიგაში მე-8 ადგილზეა. 1-ელ თებერვალს "შამპვილი" ჩემპიონატის ლიდერს, დაუმარცხებელ "ალ რიადს" უმასპინძლებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"