გუნდი, რომელიც ევროლიგის ტოპ-16-ში დაუმარცხებლად ლიდერობს, კინაღამ "თედ კოლეჯლერთან" შერცხვა. სანიკიძის გუნდმა ანკარაში გამართული შეხვედრა სტამბოლურ გრანდთან 70:71 დათმო.
სანიკიძემ მოედანზე 34:26 წუთი დაჰყო და მხოლოდ 2 ქულა ჩააგდო. ვიქტორმა 6-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, აქტივში კი 10 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება ჰქონდა. ანკარელთაგან 10-ქულიან ზღვარს ჯეი ლუკასი (17), მარკო ტომასი (15), მარტინას გეჩევიჩიუსი (12) და ფრანკ ელეგარი (12) ასცდნენ, "ფენერბაჰჩეს" კი ლუიჯი
ანკარულ გუნდს 7 მოგება და 9 მარცხი მოუგროვდა და 16-გუნდიან ლიგაში მე-10 ადგილზე ჩაინაცვლა. "თედ კოლეჯლერს" მორიგი მატჩი 7 თებერვალს, სტუმრად "უშაკთან" ელის.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით