ვიქტორ სანიკიძის გუნდს "ფენერბაჰჩესთან" გამარჯვებამდე მცირედი დააკლდა

AutoSharing Option
ვიქტორ სანიკიძის გუნდმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია ლიდერ "ფენერბაჰჩეს" და საამაყო გამარჯვებამდე მცირედი დააკლდა.

გუნდი, რომელიც ევროლიგის ტოპ-16-ში დაუმარცხებლად ლიდერობს, კინაღამ "თედ კოლეჯლერთან" შერცხვა. სანიკიძის გუნდმა ანკარაში გამართული შეხვედრა სტამბოლურ გრანდთან 70:71 დათმო.

სანიკიძემ მოედანზე 34:26 წუთი დაჰყო და მხოლოდ 2 ქულა ჩააგდო. ვიქტორმა 6-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, აქტივში კი 10 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება ჰქონდა. ანკარელთაგან 10-ქულიან ზღვარს ჯეი ლუკასი (17), მარკო ტომასი (15), მარტინას გეჩევიჩიუსი (12) და ფრანკ ელეგარი (12) ასცდნენ, "ფენერბაჰჩეს" კი ლუიჯი
დატომემ (17), ეკპე უდომ (15) და ალი მუჰამედმა (15) ულიდერეს.

ანკარულ გუნდს 7 მოგება და 9 მარცხი მოუგროვდა და 16-გუნდიან ლიგაში მე-10 ადგილზე ჩაინაცვლა. "თედ კოლეჯლერს" მორიგი მატჩი 7 თებერვალს, სტუმრად "უშაკთან" ელის.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული