ექიმებმა გადაწყვიტეს: თორნიკე შენგელიას ოპერაცია სჭირდება!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა თორნიკე შენგელიამ ექიმებისგან, როგორც იქნა, მიიღო პასუხი და გადაწყდა, რომ ის ოპერაციას გაიკეთებს.

"ლაბორალ კუჩას" ქართველ წევრს მარცხენა ფეხზე მენისკი აწუხებს და როგორც მედიკოსებმა დაადგინეს, ქირურგიული ჩარევის გარეშე მისი რეაბილიტაცია ვერ მოხერხდებოდა.

ოპერაციის დღედ 19 თებერვალი, ხოლო ექიმად მიხელ სანჩესი შეირჩა.

ჯერ უცნობია, თუ როდის დაუბრუნდება შენგელია მოედანს - ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ჩაივლის ოპერაცია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
გამოჯანმრთელე
ბას გისურვებ თორნიკე , მჯერა რომ კარგად იქნები, ჩვენი იმედი ხარ !
temuri
16:06 18-02-2016
0
ძალიან ცუდი, კარგი სპორტსმენია და წარმატებებს უსურვებ.
ზსს
10:36 16-02-2016
0

სიახლეები პოპულარული