სკიტა VS ტაბსი - ნიკოლოზ ცქიტიშვილის მორიგი ეფექტური მატჩი ლიბანში

AutoSharing Option
ლიბანის ჩემპიონატში მორიგი ეფექტური შეხვედრა ჩაატარა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა. მან ამჯერად 21 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა, თუმცა მხოლოდ ერთი კალათბურთელის ნაყოფიერი გარჯა "შამპვილს" გამარჯვების მოსაპოვებლად არ ეყო. ბეირუთელებმა "ჰომენეტმენთან" სტუმრად 81:89 დათმეს.

ნიკამ ამჯერად შეუცვლელად აღარ ითამაშა, მოედანზე 33 წუთი გაატარა და მარგი ქმედების კოეფიციენტით 31-ს მიაღწია. აი, მისი სრული სტატისტიკა: 7/4 ორქულიანი, 4/3 სამიანი, 4/4 საჯარიმო, 1 პასი, 3 ჩაჭრა, 1 დაფარება. 21 ქულა და 8 მოხსნა ზემოთ უკვე ვახსენეთ.

ასევე 21 ქულით დაასრულა შეხვედრა ნიკას თანაგუნდელმა მარკუს ბენკსმა,
ხოლო 26 ქულით სნაიპერი გახდა ჰომენეტმენელი ჯასტინ ტაბსი. დაკვირვებულ მკითხველს ემახსოვრება, რომ სამიოდე წლის წინათ ტაბსი საქართველოს სუპერლიგაში თამაშობდა და ჩატენვების კონკურსიც მოიგო. იგი "შსს აკადემიის" ღირსებას იცავდა.

9 ტურის შემდეგ ერთი მოგებით "შამპვილი" ბოლო, მე-8 ადგილზეა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული