ნიკა ცქიტიშვილის 24 ქულა და მეორე გამარჯვება ლიბანის ჩემპიონატში

AutoSharing Option
დიდი შესვენების შემდეგ მოგების გემო გაიხსენა ნიკა ცქიტიშვილმა და მისმა "ჩემპვილმა". ლიბანის ჩემპიონატის მორიგ ტურში ქართველი ფორვარდის გუნდმა სტუმრად "საგესს" სძლია - 93:89.

გამარჯვებაში ლომის წილი მიუძღვის ცქიტიშვილს, რომელმაც ამჯერად ორმაგი დუბლი ვერ შეასრულა, თუმცა 24 ქულით "ჩემპვილის" საუკეთესო შედეგი აჩვენა. ნიკამ 35 წუთი ითამაშა და 12-დან 9 ორქულიანი, ხოლო 5-დან 2 სამიანი ჩააგდო, 3 საჯარიმო კი ააცილა. ქართველ ფორვარდს 24 ქულასთან ერთად 8 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი დაუგროვდა. 20 ქულით ცქიტიშვილს დაეხმარა სანი საკაკინი.

რაც შეეხებათ მასპინძელ საგესელებს, მათ
ვერ უშველათ ტერელ სტოგლინის 42-მა ქულამ. უკრაინის ნაკრების ყოფილმა წევრმა და ერთ დროს ნბა-ში ნათამაშებმა ალექსეი პეჩიროვმა კი შეხვედრა 6 ქულით დაასრულა.

2 მოგებით და 9 მარცხით "ჩემპვილი" ბოლო ადგილზეა. მომდევნო მატჩი ცქიტიშვილის გუნდს 7 მარტს, სტუმრად "ჰუპსთან" ელის.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული