შეგახსენებთ, რომ სანაძემ 28 თებერვალს "სან დიეგოს" მექულეობის რეკორდი დაამხო. ქართველმა კალათბურთელმა "პორტლენდს" 38 ქულა ჩაუგდო, რაც "სან დიეგოს" მაისურით სტუდენტური ლიგის პირველ დივიზიონში არავის მოუხერხებია.
გასულ კვირაში სანაძემ კონფერენციის ლიდერ "გონზაგას" 11 ქულა ჩაუგდო. გასულ კვირაში სანაძე საშუალოდ 24.5 ქულას და 5.5 მოხსნას აგროვებდა. განსაკუთრებით მომხიბვლელია მისი სამქულიანი სროლების სიზუსტის პროცენტულობა. ამ 2 მატჩში დუდამ 13-დან 8 სამიანი ჩააგდო, ანუ ის 84.6 პროცენტის სიზუსტით ესროდა.
კვირის მოთამაშედ დასახელების პატივი სანაძეს პირველად
სანაძისთვის ეს ბოლო სეზონია სტუდენტურ ლიგაში. "სან დიეგო" პლეი ოფში გასასვლელად "ლოიოლა მერიმაუნთს" სტუმრად ეთამაშება და თუკი წააგებს, სეზონს ასრულებს, არადა, მეოთხედფინალში "გონზაგას" დაუპირისპირდება.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით