დუდა სანაძე კონფერენციის კვირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

AutoSharing Option
დუდა სანაძე "ვესტ ქოუსთის" კონფერენციის კვირის მოთამაშედ აღიარეს.

შეგახსენებთ, რომ სანაძემ 28 თებერვალს "სან დიეგოს" მექულეობის რეკორდი დაამხო. ქართველმა კალათბურთელმა "პორტლენდს" 38 ქულა ჩაუგდო, რაც "სან დიეგოს" მაისურით სტუდენტური ლიგის პირველ დივიზიონში არავის მოუხერხებია.

გასულ კვირაში სანაძემ კონფერენციის ლიდერ "გონზაგას" 11 ქულა ჩაუგდო. გასულ კვირაში სანაძე საშუალოდ 24.5 ქულას და 5.5 მოხსნას აგროვებდა. განსაკუთრებით მომხიბვლელია მისი სამქულიანი სროლების სიზუსტის პროცენტულობა. ამ 2 მატჩში დუდამ 13-დან 8 სამიანი ჩააგდო, ანუ ის 84.6 პროცენტის სიზუსტით ესროდა.

კვირის მოთამაშედ დასახელების პატივი სანაძეს პირველად
ხვდა. მიმდინარე სეზონში 2-2-ჯერ ხვდათ ეს ჯილდო გონზაგელ დომანტას საბონისს, "ბრიგჰემ იანგის" წევრ კაილი კოლინსუორტს და გონზაგელ კაილი ვილტიერს.

სანაძისთვის ეს ბოლო სეზონია სტუდენტურ ლიგაში. "სან დიეგო" პლეი ოფში გასასვლელად "ლოიოლა მერიმაუნთს" სტუმრად ეთამაშება და თუკი წააგებს, სეზონს ასრულებს, არადა, მეოთხედფინალში "გონზაგას" დაუპირისპირდება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
მათემატიკაში განსაკუთრებით მაგრები ხართ სპორტული ჯურნალისტები:):):) 13-იდან 8 თუ 84% ყოფილა:):)
patrioti
16:14 01-03-2016
0
შეეშალა ძმაო...ვის არ მოსვლია? 100 პროცენტის დაწერას აპირებდა,მაგრამ პატარა უზუსტობა გაეპარა :)
andria
20:37 01-03-2016
0

სიახლეები პოპულარული