გიორგი ცინცაძის 2 ქულა და 2 მოხსნა დიჟონში

AutoSharing Option
ქართველი ლეგიონერის გიორგი ცინცაძის "რუანმა" საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში მორიგი მარცხი განიცადა. რუანელებმა 22-ე ტურის მატჩი დიჟონში გამართეს და ადგილობრივ გუნდთან 70:82 წააგეს.

ცინცაძე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მოედანზე 20 წუთი გაატარა. ქართველმა უკანახაზელმა 4-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა და შეხვედრა 2 ქულით, 2 მოხსნით და 1 პასით დაასრულა. 18 ქულით ცინცაძის გუნდში საუკეთესო კოფი ალანი გახლდათ, 17 ქულა მიითვალა მიშელ მიპოკამ.

5 მოგებითა და 17 მარცხით "რუანი" ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა. მომდევნო ტურის მატჩს ცინცაძის გუნდი 14 მარტს
სტუმრად, "სტრასბურთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული