გიორგი ცინცაძის 6 ქულა და მარცხი "სტრასბურთან"

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძემ "რუანში" სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 30 წუთიც დაჰყო, თუმცა ცუდი ისაა, რომ ეს გუნდი ისევ აგებს და საფრანგეთის უმაღლესი დივიზიონიდან გავარდნის ერთ-ერთი კანდიდატია.

მორიგ ტურში რუანელები სტუმრად "სტრასბურს" შეხვდნენ და 71:84 წააგეს. ქართველმა უკანახაზელმა 6 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

ქართველმა გამთამაშებელმა 2-დან 1 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

შემდეგ ტურში რუანელებს მეტოქედ ლიგის ერთ-ერთი ლიდერი "მონაკო"
ეყოლებათ. შეხვედრა 18 მარტს, რუანში გაიმართება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული