ქართველმა უკანახაზელმა 16 წუთში 10 ქულა მიითვალა, თუმცა მისი გუნდი მაინც დამარცხდა.
საფრანგეთის ჩემპიონატში აუტსაიდერთა შორის მყოფმა რუნელებმა ამჯერად ორლეანში, ადგილობრივ გუნდთან - 65:78 წააგეს.
ცინცაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზე მთლიანობაში 16 წუთით იმყოფებოდა. ქართველმა უკანახაზელმა 3-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო. საქართველოს ნაკრების წევრის მონაგარმა მთლიანობაში 10 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი შეადგინა.
ცინცძე სამჯერ დაჯარიმდა და ბურთი ერთხელ დაკარგა. რუანელთაგან 17 ქულით საუკეთესო
5 მოგებითა და 20 წაგებით "რუანი" ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება და დარჩენილ 9 ტურში უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად დიდი ძალისხმევა მოუწევს.
მორიგ ტურში ცინცაძეს თავის ყოფილ გუნდთან მოუწევს დაპირისპირება. 29 აპრილს "რუანი" იმ "გრავლინს" უმასპინძლებს, რომლის შემადგენლობაშიც მიმდინარე სეზონი დაიწყო და იანვარში "რუანში" გადავიდა.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით