გიორგი ცინცაძემ "რუანში" ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძემ ფრანგულ "რუანში" ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

ქართველმა უკანახაზელმა 16 წუთში 10 ქულა მიითვალა, თუმცა მისი გუნდი მაინც დამარცხდა.

საფრანგეთის ჩემპიონატში აუტსაიდერთა შორის მყოფმა რუნელებმა ამჯერად ორლეანში, ადგილობრივ გუნდთან - 65:78 წააგეს.

ცინცაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზე მთლიანობაში 16 წუთით იმყოფებოდა. ქართველმა უკანახაზელმა 3-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო. საქართველოს ნაკრების წევრის მონაგარმა მთლიანობაში 10 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი შეადგინა.

ცინცძე სამჯერ დაჯარიმდა და ბურთი ერთხელ დაკარგა. რუანელთაგან 17 ქულით საუკეთესო
შედეგი ჟან-მიშელ მიპოკამ დააფიქსირა, ხოლო ორლეანელთაგან 21 ქულით საუკეთესო იყო კაილი მაკალარნი.

5 მოგებითა და 20 წაგებით "რუანი" ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება და დარჩენილ 9 ტურში უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად დიდი ძალისხმევა მოუწევს.

მორიგ ტურში ცინცაძეს თავის ყოფილ გუნდთან მოუწევს დაპირისპირება. 29 აპრილს "რუანი" იმ "გრავლინს" უმასპინძლებს, რომლის შემადგენლობაშიც მიმდინარე სეზონი დაიწყო და იანვარში "რუანში" გადავიდა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული