10:13 02-04-2016
ზაზა ფაჩულია "დალასის" სასტარტოში დეტროიტში მოგებით დაბრუნდა [VIDEO]
AutoSharing Option
როგორც ტეხასურ გუნდს, ისე მიჩიგანელებსაც ჰაერივით სჭირდებოდათ გამარჯვება, რომლებიც პლეი ოფში მოსახვედრად აღმოსავლეთ კონფერენციიდან იბრძვიან, თუმცა ჯეი-ჯეი ბარეას წინამძღოლობით დალასელებმა დიდი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და "პისტონსთან" 98:89 იმარჯვეს.
ფაჩულიას ამ მატჩამდე 9 შეხვედრაში არ ეთამაშა სასტარტოში, დეტროიტში კი ის თავიდანვე გამოჩნდა მოედანზე და 22 წუთი ითამაშა. მასზე მეტი - 24 წუთი დაჰყო მოედანზე სათადარიგო ცენტრმა - სალაჰ მეჯრიმ, თუმცა ქართველი კალათბურთელი გაცილებით შედეგიანად გაისარჯა და გამარჯვებაშიც სოლიდური წვლილი დაიდო.
ფაჩულიამ ამ მატჩში ნასროლი ერთადერთი ორქულიანი ჩააგდო, რასაც 6-დან 4 საჯარიმო მოაყოლა და შეხვედრა 6 ქულით დაასრულა. ამას ზაზამ დალასელთაგან უმეტესი - 11 მოხსნა და 3 პასი შემატა. მეჯრიმ კი თავი 6 ქულას, 7 მოხსნას და 2 დაფარებას მოუყარა.
დალასელთა ლიდერის ფუნქცია დერონ უილიამსის არყოფნაში გაპირველკაცებულმა ჯეი-ჯეი ბარეამ ითავა, რომელსაც მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე ქალიშვილი შეეძინა და ეს სალაღობო ამბავი 29 ქულითა და დეტროიტში პრინციპული გამარჯვებით აღნიშნა.
ამ გამარჯვებით დალასელებმა მოგებ-წაგებები 38-ზე გაითანაბრეს, ხოლო ცხრილის მე-7 ადგილზე ასეთივე შედეგის მქონე "იუტა ჯაზს" გაუთანაბრდნენ. მე-9 ადგილზე მყოფი "ჰიუსტონი" "დალას"-"იუტას" დუეტს 2 მოგებით ჩამორჩება.
მომდევნო მატჩი "დალასს" 3 აპრილს, მინეაპოლისში "ტიმბერვულვზთან" ელის.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული