მანუჩარ მარკოიშვილი "დარუშაფაკას" ევროლიგის ტოპ 16-ში მოგებაში დაეხმარა

AutoSharing Option
8 აპრილს, ევროლიგის ტოპ 16-ის E ჯგუფში მორიგი მატჩი ჩაატარა მანუჩარ მარკოიშვილის გუნდმა "დარუშაფაკამ", რომელმაც საკუთარ მოედანზე კრასნოდარის "ლოკომოტივ-ყუბანი" მიიღო და დაძაბულ შეხვედრაში მეტოქე ერთი ქულის სხვაობით, ანგარიშით 87:86 (20:23, 18:24, 26:19, 23:20) დაამარცხა.

სტამბოლელთა რიგებში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაში საქართველოს ნაკრების კალათბურთელი, რომელმაც 12:36 წუთში ორი სამქულიანისა და ერთი ორქულიანის სროლა მოასწრო. ქართველი ფორვარდი სამივე ჯერზე ზუსტი იყო და 8 ქულა მიითვალა. მანუჩარის ანგარიშზე 2 ჩაჭრაც იყო.

ევროლიგის ტოპ 16-ის E ჯგგუფში "დარუშაფაკას" 5 მოგებითა და 9 მარცხით მეექვსე
ადგილი უკავია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული