ბექა ბურჯანაძემ რეგულარული 16-ქულიანი მატჩით დახურა და პლეი ოფში "ბრეგანს" შეხვდება

AutoSharing Option
დასრულდა ესპანეთის მეორე ლიგის რეგულარული ჩემპიონატი, რომელიც კლუმა "პალენსიამ" მოიგო და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა. რაც შეეხება მეორე საგზურს, მისთვის ცხრილში მომდევნო 8 ადგილას გასული გუნდები პლეი ოფში იბრძოლებენ.

ცხრილში მეორედან მეცხრე ადგილებამდე გასული გუნდები მეოთხედფინალში დაწყვილდნენ და 22 აპრილიდან ბრძოლას საუკეთესოს გამოსავლენად დაიწყებენ. პლეი ოფის ყველა სტადიაზე სერია 3 მოგებამდე გრძელდება.

ბექა ბურჯანაძის "ლეიმა ბასკეტ კორუნამ" ბოლო ტურის მატჩი შინ "ლეიდანს" 100:86 მოუგო და რეგულარული მე-5 ადგილზე, 17 მოგებითა და 13 მარცხით დაასრულა. შესაბამისად, ბურჯანაძის ლაკორუნიულ გუნდს მეოთხედფინალში მე-6
ადგილზე გასული "ბრეგანი" ერგო, რომელთანაც მოედნის უპირატესობა გააჩნია და სერიის პირველ მატჩს 22 აპრილს გამართავს.

რაც შეეხება ლეიდასთან მოგებულ მატჩს, ბურჯანაძე თავისიანთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა, თუმცა მოედანზე მხოლოდ 17 წუთი გაატარა. ბექამ 4-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. საბოლოოდ ბურჯანაძის ანგარიშზე 16 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი დაგროვდა.

პლეი ოფის მეოთხედფინალური სერიის კალენდარი ასე გამოიყურება:

22 აპრილი (ლა კორუნიაში)
24 აპრილი (ლა კორუნიაში)
29 აპრილი (ბრეგანში)
1 მაისი (თუ საჭირო გახდა, ბრეგანში)
3 მაისი (თუ საჭირო გახდა, ლა კორუნიაში).

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული